Thursday, 5 January 2017

  თანამედროვე მსოფლიო საგანმანათლებლო პოლიტიკის ძირითადი მიმართულება მოსწავლეზე ორიენტირე­ბული განათლებაა. ამის კვალობაზე, სასურველია, სწავლების მეთოდიკაც მოსწავლეზე ორიენტირებული, ანუ ინტერ­აქციული იყოს. 

     ნებისმიერ ინფორმაციას ბავშვი ყველაზე კარგად ითვისებს სწორედ თამაშით. თამაშით მიღებული ცოდნა ყველაზე მდგრადია, თამაშით სწავლა ბავშვისთვის ბუნებრივია, სახალისო და მას არ ღლის! პირიქით, მით მეტს სწავლობს, მით მეტს მოითხოვს. ბავშვებს ყოველთვის მოსწონთ განსხავავებული აქტივობები, უყვართ სიახლეები. ჩვენი ამოცანაა შევუწყოთ მათ ხელი, შევუქმნათ საინტერესო სასწავლო გარემო.